რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე და ჩვენმა გუნდმა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"რაც ვთქვი ხულოზე და ხულოში მდებარე სამხატვრო გალერეაში დასაქმებული ხელისუფლების წევრების ნათესავების მაღალ ხელფასებზე, მგონი, აჭარლებს არ სჭირდებათ ახსნა, მათ შორის ჩემს საყვარელ ხულოელებს, იციან, როგორ მიყვარს ისინი. არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩვენმა გუნდმა.

თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება, ამაში და სახელმწიფო სსიპებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდე ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებზე მაშინ, როცა ხალხი კვდება შიმშილით. ძალიან მიყვარს მანდაურობა. საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×