სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას, შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს.

    ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

    გამონაბოლქვზე ავტომობილების ქუჩებში შემოწმებასთან დაკავშირებით წინადადება მოქალაქეებისგან მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა. საუბარია, გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენაზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტოსატრანპორტო საშუალება ადგილზევე შემოწმდება.

    აღსანიშნავია, რომ 11 მაისს ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექისნპექტირების ასოციაციის ინიციატივით, გამონაბოლქვზე ავტომობილის ქუჩებში შემოწმების მინიაქცია ჩატარდა. კერძოდ, როგორც გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სამოქალაქო რეიდის ფარგლებში, 1 საათის განმავლობაში 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა გამონაბალქვზე. მისივე თქმით, ყველა საშუალებას გავლილი ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში გამონაბოლქვის ტესტი 5-მა მათგანმა ვერ გაიარა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved