სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     დაახლოებით 1 კვირის წინ თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები გახდა ცნობილი. სპაიდერმენის ფორმაში ჩაცმული 4 წლის ბიჭი, რომელიც გლდანში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადავარდნის შემდეგ გადარჩა, როგორც ირკვევა, სულაც არ ბაძავდა თავის საყვარელ გმირს.

    "ბავშვის ბებიას აივნის კარები ჩაკეტილი ჰქონდა. ბიჭმა მოგვიანებით თქვა, რომ მას ეზოდან ბავშვების ხმა შემოესმა. მათი დანახვა უნდოდა. რაკი აივნის კარი დაკეტილი იყო, ფანჯარა გააღო და კარგად რომ დაენახა, რა ხდებოდა ქვემოთ, მასზე ავიდა. სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ის შემთხვევით“, - უყვება "პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელი.

    იაშვილის კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი უკვე გაწერეს. მას ამჟამად მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს და  ექიმების რეკომენდაციით, რამდენიმე დღე წოლა მოუწევს.

    აქმდე ცნობილი იყო, რომ 4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან საყვარელი გმირის, "სპაიდერმენის" მიმბაძველობით განზრახ გადახტა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×