სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, მაჭავარიანი ვალუტის ფაქტორს ინფლაციურ პროცესებზე გამორიცხავს.

    ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედოლარიზაციის პროგრამამ იმუშაოს, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებას დოლარზე შეამცირებს.

    "ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა დოლარზე, ჩვენ შეზღუდვებიც დავაწესეთ გარკვეული ტიპის იპოთეკურ სესხებზე. ეს ხდება იმიტომ, რომ მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე. ასეთი პროცესები ყველგან ხდება, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არ ველოდებით ინფლაციურ ზეწოლას და ვფიქრობთ, რომ ინფლაცია იქნება ის რაც ეროვნულ ბანკს აქვს თარგეთირებული- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ია   (21.05.2019)
    ჰმ, ეს ბოლოს როდის იყო საყიდლებზე. რამდენს ბედავენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved