სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) ოტორინოლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განაცხადა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყო. 

    ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს ნეიროსენსორული სმენით დაქვეითებას, რაც მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც. 

    "მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს“, - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×