სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი.

    ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

    წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო.

    ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

    როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ზუსტდება, იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ტურისტების ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოჰყვა.

    იტალიური მედია წერს, რომ ავტობუსი ქალაქ სიენადან ფლორენციაში მიემგზავრებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved