სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) უკრაინის სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პეტრო პოროშენკოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

    როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე აღიძრა პოროშენკოსა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

    „მიღებულია გადაწყვეტილება და ინფორმაცია შეტანილია წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში", - ნათქვამია უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადებაში.

    კერძოდ, საქმე ეხება უკრაინაში ელექტროენერგიის მწარმოებელი წამყვანი კომპანია „ცენტრენერგოში" მთავრობის მაღალჩინოსნების დანიშვნას.

    „მაღალჩინოსნები და კომპანია „ცენტრენერგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის მაღალჩინოსნებთან და მთავრობის თანამდებობის პირებთან ერთად, ბოროტად იყენებდნენ თანამდებობრივ უფლებამოსილებას და სტატუსს, ერთმანეთს უნაწილებდნენ თანამდებობებს „ცენტრენერგოს" სამეთავლყურეო საბჭოსა და მმართველ ორგანოებში. ამის მიზანი იყო იმ კომპანიის ქონების მითვისება, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის. პირთა ამ ჯგუფის ქმედებების კოორდინაციას ახდენდა დეპუტატი იგორ კონონენკო და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×