სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) იმ სკოლის დირექტორი, სადაც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგო ირიცხებოდა, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ 2017 წელს გოგოს დაოჯახების ამბავი პოლიციას შეატყობინეს.სკოლა ვალდებულია, 18 წლამდე მოსწავლის ქორწინების შემთხვევები პოლიციას შეატყობინოს. 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია. ამასთან, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.ნეტგაზეთს სკოლის დირექტორმა უთხრა: „თავის დროზე, როდესაც ეს ყველაფერი [ქორწინება] გახდა ჩემთვის ცნობილი, ჩვენი სოფლის პოლიციის განყოფილებაში იქნა შეტყობინება გაგზავნილი, მშობელიც იქ იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც იყო საჭირო იმ მომენტისთვის". დირექტორის თქმით, ეს ამბავი დაახლოებით 2017 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში მოხდა.ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, ადასტურებენ თუ არა ამ ცნობას და თუ კი, - რის გამო არ დააკავეს ქმარი. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

    17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით) დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

    შსს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო - ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებითაც და დადგება თუ არა პარტნიორის პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ შსს-ს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის [22 მაისი, 20:30] გოგოს პარტნიორი, ვისთანაც ცხოვრობდა, არ დაუკავებიათ. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×