სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.05.2019

     (რეზონანსი) არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აკეთებს, რითაც ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება.

    მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანას ახასიათებს.

    როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჟიოტაჟის გამო ვალუტის კურსის გაუფასურების ნიშნული ბუნებრივზე მაღლა ადის ხოლმე, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა იწევს.

    "მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად," - განაცხადა მაჭავარიანმა.

    ფინანსთა მინისტრის აზრით, მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია. მისი თქმით, სიტუაცია პირიქით არის და ეკონომიკა იზრდება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved