სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშსთან დახურული შეხვედრა გამართა.

    როგორც წესი, მსგავსი ფორმატის შეხვედრები პარლამენტში ხშირად დახურულ ფორმატში იმართება, თუმცა იგი თავის 3 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

    როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრის დროს მისი გოგონა კაბინეტის ერთ-ერთ ოთახში სხვების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მამიკოს გარეშე ბავშვის დამშვიდება ვეღარ ხერხდება.

    "თუ შეიძლება, ორივე ერთად ჩაგეწერებით" - სთხოვა ჟურნალსიტებს დეპუტატმა.

    დეპუტატის ქალიშვილი კამერების წინ არ დაბნეულა: ვიდრე მამა დეპუტატი ჟურნალისტებს გერმანიასთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრებოდა, პატარა გოგო ოპერატორებს თვალს არ აშორებდა, პოზირებდა და ობიექტივს ხელს უქნევდა.

    წყარო: ipress.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×