რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გაჩნდა პეტიცია, რომელშიც ქართველი სუმოისტისთვის სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 1200-მა ადამიანმა.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრამ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

ერთი შეხედვით, ლევან გორგაძე ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გუნბაიმ (მსაჯთა ბრიგადამ) სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მსაჯები ლევანს დოჰიოდან ფეხის გადადგმა დაუფიქსირეს და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 ბრძოლაა დარჩენილი. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კაკურიუ იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×