სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

    დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა და დაადასტურა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები. როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.

    „ისევ გააგრძელეს მუშაობა, ისევ თხრიან და ანგრევენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ქანებს. ყველანაირი მოლაპარაკება ფალსიფიკაცია გამოდგა. გუშინ სახელმწიფოების პირველი პირები ელაპარაკნენ ერთმანეთს და აზერბაიჯანის მხრიდან დაპირება იყო, რომ სამუშაოები გაჩერდებოდა, მაგრამ დღეს ისევ ისე აქტიურად გაგრძელდა. მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად პასიური და უპრინციპოა.  26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ. უნდა გაგვართონ პატარა ბავშვებივით, ვითომ ყველაფერი რიგზეა. მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს, არანაირ კოზირს არ იყენებს. როგორ შეიძლება, 6 კოზირი გქონდეს და 2 კოზირით გამარცხებდნენ?!“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved