სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     (რეზონანსი) ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლე რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს დაახლოებით 14 საათი ეძებდნენ.

    სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთნენ მყვინთავებიც, ასევე მონაწილეობდა ასამდე ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეები.

    თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved