სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     (რეზონანსი) ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი, თემო შეყილაძე, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი, შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა. აქციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

    სასწრაფოს მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გაფიცული მაღაროელების საქმეზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და კომპანიის დროებით მმართველს იბარებენ. ამის შესახე დღეს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

    ჭიათურაში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს სკოლის მოსწავლეები, ბაზრობისა და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.

    ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. პროტესტის მეცხრე დღეს ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. 40-მდე მეშახტემ გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

    აქციიდან მე-11 დღეს, ჭიათურაში 15 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი და ასობით გაფიცულია. ყველა მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×