სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ტელევიზიასთან ჩართვისას ამ ქვეყნის მთავრობას დახმარება თავისებურ სტილში შესთავაზა. ინტერვიუს დროს სტუდიაში იმყოფებოდა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაური მაია სანდუ. სააკაშვილმა სანდუ შეაქო და განაცხადა, რომ ის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით გამორჩეულია. ამაზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას მაინც სჭირდება დახმარება.

    „თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ”, – უპასუხა სააკაშვილმა.

    მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved