სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     წაღვერში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისა და ბენზინგასამართი სადგურის ძარცვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი დააკავა. აქედან ერთ-ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის კ.შ. „ევროპული საქართველოდან“ სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შვილია. ის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობით და მუქარით ჩადენილ ძარცვაში არის ბრალდებული. ოჯახმა ადვოკატი უკვე აიყვანა. დეპუტატის თქმით, მისი შვილი დანაშაულს აღიარებს.

    „ძარცვის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, თავს დამნაშავედ ცნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია, სხვა ბუნების ადამიანია, არასდროს ყოფილა შემჩნეული მსგავს რამეში“, - აღნიშნა "პრაიმტაიმთან" საკრებულოს წევრმა.

    „სამივე ერთ სოფელში ცხოვრობს, წყნარი ბიჭები არიან. დეპუტატის შვილი სკოლაში სწავლობს, ცოტა მეტიჩარა ბავშვია, მაგრამ არაფერი დაშავებია აქამდე“, - თქვა მეზობელმა.

    შემთხვევა 12 ივნისს, გამთენიისას, ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამივე პირმა გარდაცვლილს ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბენზინგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×