სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად  დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩადენის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

    "ჯგუფის მიზანს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება,  ხოლო შემდგომ უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი თანხის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში  ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, კანონიერი სახის მიცემის მიზნით თანხის დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. ამ სქემის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2015 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით, დაუსაბუთებელი და თაღლითურად მოპოვებული დაახლოებით 1 209 233,88 აშშ დოლარისა და 1 044 096.05 ევროს შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს,"- წერია განცხადებაში.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (15.06.2019)
    დაზარალებულებს თანხებს ვინ დაუბრუნებს?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×