სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) გარდაბნის მუნიციპალიტეტში "ჯეო ჰოსპიტალში" 33 წლის, 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ მოახერხეს ბავშვის გადარჩენაც. ოჯახის ახლობლების თქმით, ქალს დილის საათებში ტკივილები დაეწყო, სამედიცინო დაწესებულებაში, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც პაციენტი სახლში გაწერეს და წამლები დაუნიშნეს. ახალგაზრდა ქალმა ექიმის მიერ გამოწერილი წამლები მიიღო, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან კი 40 წუთში გარდაიცვალა.

    ისინი ასევე აცხადებენ, რომ ქალი ორსულობის განმავლობაში ექიმთან სისტემატურად დადიოდა და არანაირი ჩივილები არ ჰქონია.

    "ჯეო ჰოსპიტალის" მორიგე ექიმმა ზაზა კაპანაძემ განაცხადა, რომ: "ქალი იყო აგონიაში, კონტაქტში არ შემოდიოდა. წნევა ჰქონდა 200. ჰქონდა ორსულთა დაავადების პრე-ეკლაპსიის ძალიან მძიმე ფორმა"

    ქალის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

    გარდაცვლილი ნაზარლოში ქმართან და წლინახევრის შვილთან ერთად ცხოვრობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×