სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) ოდესის ოლქში, რაზდელნიანსკის რაიონში დაბა კარპოვოში მცხოვრები 17 წლის გოგონა, რომელიც სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, სატვირთო მატარებლის ვაგონის სახურავზე, 24 500 ათასი ვოლტის ელექტროგადამცემი ხაზების შედეგად, დამწვრობის მსხვერპლი გახდა.

    უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა, ოდესის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებით - სხეულის 65% დამწვრობით, კლინიკაში გადაიყვანეს.

    როგორც სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იუწყებიან, მან გადაწყვიტა სამახსოვრო ფოტო, სატვირთო მატარებლის სახურავზე დაეფიქსირებინა.

    კიბეებზე ასვლის შემდეგ, მან ელექტოგადამცემი ხაზების შეხების შედეგად, ძლიერი ელექტროშოკი მიიღო.

    მასთან ერთად მყოფმა ტრაგედიის თვითმხილველმა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახა.

    ექიმები, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ამ დრომდე იბრძვიან.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×