სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) პოლონეთში დასრულებულ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა.

    თავიდან აზიელები პენალტით დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინელებმა მეტოქეს აჯობეს და სამი გოლი გაუტანეს. გადამწყვეტი გოლი კიევის „დინამოს" წარმოშობით ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და თავი 90-ე წუთზე ულამაზესი გოლით გამოიჩინა.

    გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაბადებული ქართველია, რომელიც წლების წინ უკრაინაში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. კიევის „დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა და ჯერ „დინამოს" იუნიორთა გუნდში დააწინაურეს, შემდეგ - „დინამოს" 19-წლამდელებსა და ახალგაზრდულ გუნდებში და ორივეგან ერთ-ერთი ლიდერი გახდა. იყო უკრაინის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი. მან კიევურ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის 21 ნოემბერს ხუთი წლით გაახანგრძლივა.

    მამამისი, კობა წიტაიშვილი იყო ზუგდიდის „ოდიშის" და თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი, 2003-2006 წლებში თემურ ქეცბაიასთან ფამაგუსტას „ანორთოსისში" გამოდიოდა, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

    გიორგი წიტაიშვილი 2018 წელს უკრაინის საუკეთესო 19-წლამდელ ფეხბურთელებში დაასახელეს. „ოქროს ტალანტის" გამოკითხვაში ქართველი მეოთხე ადგილზე გავიდა. კიევის „დინამოს" და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა „დინამოში" სადებიუტო შეხვედრა ევროპის ლიგაზე ჩაატარა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ჩეხურ „იაბლონეცთან", 18 წლის შემტევი ნახევარმცველი მოედანზე მატჩის მე-60 წუთზე გამოჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved