სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) ფოთში ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, შედეგად სამი ადამიანი დააკავეს.

    ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში დებს ბრალს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყველა პროცესი ფედერაციაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.

    ბაბუაძის თანამოაზრეებს კი მიაჩნიათ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია და იგი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ უნდა მივიდეს.

    „მოვითხოვთ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გავჩერდებით და პროტესტის ფორმებს მივმართავთ", - განაცხადა მწვრთნელმა, ზაზა ჭანტურიამ.

    მწვრთნელები და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ახლა ფოთის პოლიციასთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved