სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     რუსთავის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული უსიამოვნო სუნი აწუხებთ. ერთ-ერთი ვერსიით ის სოკოს ქარხნიდან მოდის.

    უკვე რამდენიმე დღეა, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან, უსიამოვნო სუნისგან შეწუხებული მოსახლეობა უკავშირება და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. სუნი საღამოს საათებში მძაფრდება, რის გამოც, ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ.

    "იქნებ გაარკვიოთ საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია. გახრწნილი ლეშის სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ ამ სიცხეში" - წერს "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მომხმარებელი.

    მოსახლეობის ნაწილის აზრით, უსიამოვნო სუნი სოკოს ქარხნიდან საღამოს საათებში გამოდის. ქარხანა საღამოს საათებში გარკვეული პროცედურების ჩატარებას იწყებს და სწორედ ესაა მიზეზი.

    ქარხნის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved