რეზონანსი
18.06.2019

 სტამბოლის ფათიჰის რაიონში ქართველებსა და რუსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. როგორც „სიენენ თურქი“ იტყობინება, სროლის შედეგად დაიღუპა 56 წლის ქართველი.

მედიასაშუალების ცნობით, ჩხუბი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის სასტუმროში დაიწყო. მამაკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დანები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი რუსი და ერთი ქართველი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. დაკავებულია ერთი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×