სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     "ბასიანიდან" საავადმყოფოებში 14 ივნისს 15 ახალგაზრდა მოხვდა, ძირითადად, მოწამვლის ნიშნებით. თუმცა, კლინიკაში, შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალგაზრდების ამ რაოდენობაზე არ საუბრობენ.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კლუბიდან მათ გერმანულ ჰოსპიტალში მხოლოდ 3 ადამიანი გადაიყვანეს. კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მათ მოწამვლის ნიშნები, ცენტრში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიაგნოზს არ სვამს.

    რაც შეეხება ჰოსპიტალს, აქ „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ 14 ივნისს კლინიკაში 3 ახალგაზრდა შევიდა, მათგან 2 სახლშია გაწერილი, ხოლო 1 უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

    შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული ბექა ზ.-მ კლუბში გაურკვეველი ალკოჰოლური სასმელი მიიღო, რის შემდეგადაც გონება დაკარგა.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. მან მიიღო გარკვეული ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გონება დაკარგა. ბ.ზ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

    ბ.ზ. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved