სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     (რეზონანსი) სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ მსჯელობას, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    მისივე თქმით, ქვეყანაში ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულების არსებობა, როგორიცა ლგბტ მხარდამჭრები და მათი მოწინააღმდეგეები, აწუხებს არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ ყველას.

    „დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ებრაელთა, მუსლიმთა წარმომადგენლები, ასევე სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება. ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს და ეს აწუხება ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×