სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა:

    „არასოდეს არ შემშინებია მე ჩემი სამშობლოსთვის არანაირი დაპატიმრების, არაფრის, თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ, რა. იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

    ერთადერთი თხოვნა მექნება, რა, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე, საერთოდ, მე პირად შეურაცხყოფებებზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში.“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (19.06.2019)
    ბოკერია და ჩორგოლეიშვილი ლგბტ თემის მომხრეები და მოყვარულები როდის გახდნენ? შვილები ხომ ჰყავთ, მამათმავლობას უნერგავენ მათ? არჩევნები კარზეა მომდგარი ხ მ ე ბ ი არ უნდა "ევროპულ საქართველოს"?

    ere   (19.06.2019)
    martalia


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved