სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) ისრაელში გამოაშკარავეს ქართველები, რომლებიც აეროპორტის დამლაგებლის უნიფორმით ქვეყანაში უკანონოდ შედიოდნენ.

    ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.

    ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა.

    გამომძიებლების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა იყო კარგად ორგანიზებული  და ყველა დეტალი გააზრებული. ამის გამო დანაშაულებრივი დაჯგუფება დიდი ხნის მანძილზე  უპრობლემოდ ახერხებდა საქმიანობას.

    საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთა ხდებოდა თავისებური გრაფიკით - კვირაში 3-4-ჯერ, 2-3-კაციანი ჯგუფებისთვის.

    სქემა საკმაოდ ძვირადღირებული იყო - 8000 – 10000 დოლარი თითო ადამიანისგან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×