სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.  მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ ფოტოზე მეუფე კალისტრატე მამა იოსებ ბურჯანაძეს არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში ეპისკოპოსად აკუურთხეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved