სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე ხმაურიაა.

    „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან, სადაც ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი იჯდა, საქართველოს დროშით ავიდა და მაგიდაზე დატოვებული ფურცლები დახია.

    სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების ჩამოსვლას საქართველოში საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა.

    თუმცა გავრილოვი ამბობს, რომ ეს დისკომფორტს არ უქმნის. მისივე თქმით, საქართველო მისი სამშობლოა და აქ ყოფნით ბედნიერია.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სპიკერატში ყოფნას გამოეხმაურა.

    „ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, - წერს ჩუგოშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×