სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი" ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების ჩატარების ინიციატივას დადებითად აფასებს.

    პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ახლა პუტინს საქართველოში ყველაზე ნაკლებად აწყობს.

    „ვერ წარმოვიდგენდი, ამაზე მეტად ახლა რამე თუ გამიხარდებოდა. ძალიან მაგარი რამე მოხდა. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ. ამაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას" თავისი მმართველობის პირობებში", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

    ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, თუ რამე შეიძლებოდა რომ პუტინს დღეს არ მოეწონებოდა, სწორედ ეს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ინიციატივა ხელს შეუწყობს იმას, რომ პარლამენტში პოლიტიკის კეთება დაიწყება.

    „ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved