სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) ქართული ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი"ს (My Way Airlines) კომერციული დირექტორი იგორ აფციაური არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენების შეწყვეტა კომპანიებს 8 ივლისზე ადრე მოუწიოთ.

    „უკვე რაც ვნახეთ მესიჯები და რა მოთხოვნებიც დააყენა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ისინი სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოხდეს უფრო მალე, ვიდრე 8 ივლისი", - აცხადებს აფციაური.

    ავიაკომპანიამ თბილისი-ჟუკოვსკის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან ოთხი სიხშირით დაიწყო და სიხშირეების გაზრდას გეგმავდა.

    „ველოდებით ოფიციალურ შეტყობინებას და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს და გავაჩერებთ გაყიდვებს. მგზავრებს თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. დაახლოებით მილიონ დოლარს აღწევს ეს თანხა, რადგან გაყიდვები გახსნილი გვქონდა ოქტომბრის ბოლომდე. 3500 სეგმენტი გვქონდა გაყიდული თბილისი-ჟუკოვსკიზე და კომერციულად ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია", - აღნიშნავს აფციაური.

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×