სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) უეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსული მხარის მიმართვას უპასუხა. ამის შესახებ როგორც sportall.ge რუსული გამოცემა championat.com-ზე დაყრდნობით წერს.

    უეფაში აღნიშნულ გამოცემას განუცხადეს, რომ სადამსჯელო სანქციები მათ კომპეტენციაში არ შედის.

    „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოქმედება განვითარდა შიდა ჩემპიონატში, სადისციპლინო ზომების გატარების უფლება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს აქვთ. უეფას იურისდიქციაში მხოლოდ იმ საკითხთა განხილვა შედის, რომლებიც მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ხდება", - უპასუხეს championat.com-ს უეფაში.

    ქუთაისის "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდა. შემდეგ მათ სხვა ქართული კლუბებიც შეუერთდნენ. აღნიშნულმა მოქმედებამ რუსებში პროტესტი გამოიწვია და დუმის დეპუტატმა უეფას ქართველი ფეხბურთელებისა და კლუბების დასჯა მოსთხოვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved