რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.

ფაჩულიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და NBA-ის გულშემატკივრებს, მოგზაურებსა და ღვინის მოყვარულებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

"ჩემი მიმდევრები, NBA-ის გულშემატკივრები, ღვინისა და სამზარეულოს მოყვარულები ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში ხართ დაპატიჟებული", - წერს ზაზა ფაჩულია

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×