სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

    ადგილობრივების ინფორმაცით, სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

    როგორც საქართველოს პირველ არხს თელავის მერის წარმომადგენელმა ყარაჯალაში შალვა მურადოვმა განუცხადა, სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხა.

    ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

    ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×