სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

      თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, ობიექტზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა შეჩერებული იყო ექვსი წლის მანძილზე და სამშენებლო სამუშაოები ორი თვის წინ, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახლდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს.

    მათი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე და შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

    „უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება", - განაცხადეს მერიაში.

    გავრცელებული ინფორმაციით, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებლობაზე დაღუპული მამაკაცი 16 წლისაა. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გარდაცვლილის ასაკის დადგენის მიზნით, მათ კომპანიისგან დასაქმებულთან ხელშეკრულება გამოითხოვეს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ.

    ამასთან, მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რის გამოც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა და მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.

    წყარო: მარშალპრესი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×