სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

    საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უწყებაში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ დაარეგისტრირა.

    პაატა სალიას განცხადებას თან ერთვის მინდობილობა ქიბარ ხალვაშისგან და ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

    „წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად, იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულბას, აღარ არსებობს არანაირი დაბრკოლება იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება."- განაცხადა პაატა სალიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (18.07.2019)
    ნიჟარაძის ქალი აფსაიტშია?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×