სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2"-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

    „პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2"-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა.

    ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს", - წერს მელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტუმარი   (20.07.2019)
    შტერებო დატრიალდით აბა თქვენ იცით სად იკაკანებთ. ყველანაირ ნამუს დაკარგულებო რითი ვერ მიხვდით რო თქვენი კაკანი აგარავის აინტერესებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×