სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      პროკურორის განმარტებით დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამშენებლო კომპანიის დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ბრალდების მხარე არაერთი საფრთხით ასაბუთებდა. როგორც პროკურორმა ირაკლი ქარდავამ განმარტა არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მხედველობაში მიიღო.

    „ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბარლდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ განოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×