სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) საქართველოს საკონსულო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე ბუხულეიშვილის საწარმოო ტრამვის შესახებ ინფორმირებულია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

    უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია დაშავებულთან და მისი ოჯახის წევრებთან. საუბარი შედგა საკონსულოსა და იმ კომპანიის დირექტორს შორის, სადაც დასაქმებული იყო საქართველოს მოქალაქე.

    „ალექსანდრე ბუხულეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პოლონეთში საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია მკურნალ ექიმთან, რომელიც აცხადებს, რომ მდგომარეობა მარტივი არ არის. ამ დროისთვის დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას გადაიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში. ამასთანავე, კონსულს კომუნიკაცია აქვს ქალაქ პოზნანში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ეხმარება ექიმებთან კომუნიკაციასა და მისთვის ყველა ინფორმაციის თარგმნაში", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    სამშენებლო ობიექტიდან მუშა, 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა, რომელიც ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×