სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.  „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ასმათ აბესაძის თქმით, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. 

    „მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ნაღდი ფულით გადახდა საერთოდ ამოვარდება. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა „აიპიენთან“ აბესაძემ. 

    მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს. 

    „თავდაპირველი მგზავრობიდან საათნახევრის შემდეგ, მგზავრობის საფასური საწყის თანხას დაუბრუნდება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ ნაყიდი. თუ ნაყიდი გექნებათ ხანგრძლივვადიანი ბარათი, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ იმგზავრებთ. გავლების რაოდენობა არ დაფიქსირდება. მხოლოდ ბარათი იქნება ვადიანი“, - განაცხადა აბესაძემ. 

    რაც შეეხება გრძელვადიან ბარათებს მისივე თქმით, ბარათები შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×