სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

      "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები დათა თუთაშხიას ახსენებს.

    „დათა თუთაშხიას მახსენებს, ის დავალებას, რომ აძლევს, იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივეო , ოღონდ პირიქით. დაახლოებით ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო. კახი კალაძეც გამოვა და იტყვის ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    დეპუტატის განცხადებით, ოქრუაშვილს ან პოლიტიკურ ასპარესზე უნდა დამკვიდრება, ან „ნაციონალური მოძრაობის" ვალი აქვს.

    „ორი ვარიანტი არსებობს, ერთი - პოლიტიკურ ასპარესზე უნდა დამკვიდრება და რაღაც შეკითხვებისაგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ გამოძიებას ექნება, ან მეორეა, რომ რაღაც დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობის", რომელმაც დაიჭირა და შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. ეს ორი ვარიანტი მომდის თავში და რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვერ გეტყვით", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

    ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ როდესაც მას გორში ესროლეს, ამის უკან კახა კალაძე იდგა.

    წყარო:ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათია   (24.07.2019)
    ვაი,სირცხვილო და თავის მოჭრავ ბატონო ვოლსკი.თუთაშხია და არქიფო სეთური რომ ერთმანეთში აურიე, თუ კარგად არ იცი ნაწარმოები შედარებიდან მაინც შეიკავეთ თავი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×