სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

      ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების წინასასამართლო პროცესი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

    პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ვანაძე უდანაშაულოა და უკანონოდ არის დაპატიმრებული.

    დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

    გამოძიება მათ სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

    საუბარია „იაფი სახლის" პროექტზე. სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს, ასევე ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დაყენებას აპირებენ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×