სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

     ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლის გიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გიორგი პავლიაშვილი საქართველოში არ ყოფილა და საბუთებს აგროვებდა სამშობლოში თავისუფალი მიმოსვლისთვის.

    გიორგის მშობლები ათეული წლების წინ წავიდნენ ესპანეთში, თითქოს ცხოვრება აიწყვეს და უნდოდათ, რომ შვილებიც წაეყვანათ. გიორგის და ადრევე წავიდა და ესპანეთში მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ გიორგი არ წავიდა, – სამშობლოში უნდა ვიცხოვროო. სკოლაც თბილისში დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ოჯახიც აქ შექმნა, უკვე 10 წლამდე გოგონა ჰყავს… ესპანეთში მაშინ წავიდა, როცა იძულებული გახდა, როცა ნახა, რომ ფეხი ვერსად მოიკიდა, ოჯახიც დაენგრა და გაქცევის გარდა თითქოს გზა აღარც დარჩა.

    ზუსტად რატომ მოხდა ჩხუბი, არავინ იცის, გიორგის ვინც იცნობდა, იცის, რომ ჩხუბის დროს მარტო არავის დატოვებდა და მეგობრის გამო თავს შეაკლავდა მოწინააღმდეგეს. როგორც ამბობენ, ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს, გიორგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, ვერაფერი უშველეს, სამწუხაროდ… გული შემტკივა გიორგის გოგონაზე, რომელიც მამის ნახვაზე ოცნებობდა და ვეღარასოდეს ნახავს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გიორგი პავლიაშვილის ახლობელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×