სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია "იმედის" იურისტმა ანდრო ლაშხმა ამავე ტელეარხს განუცხადა, რომ ისინი შეიმუშავებენ თავიანთ წინადადებებს სახელმწიფოს წინაშე არსებული 19-მილიონიანი ვალის დაფარვასთან დაკავშირებით და ჩაერთვებიან ამ საკითხზე მუშაობაში. "იმედის" იურისტი ამ ფორმით გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოწოდებას ტელეარხების მიმართ, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროსთან დაიწყონ მოლაპარაკებები დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით.

    "იმედის" იურისტმა ანდრო ლაშხმა ისაუბრა კონკურენტის, რუსთავი 2-ის დავალიანებაზეც:

    "სამაუწყებლო საქმიანობა, ზოგადად, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლით დავაკომპენსიროთ. როდესაც კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ვთქვათ, შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და უთანასწორობას ადგილი არ ექნება, პირიქით, მოხარულები ვართ და მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. დღეის მდგომარეობით კონკრეტული წინადადება არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში", - თქვა "იმედის" იურისტმა ანდრო ლაშხმა.

    რაც შეეხება კონკურენტს, დღეს ფინანსთა მინისტრმა დაასახელა სამი ტეელარხი, რომლებსაც შემდეგი სახის დავალიანება აქვთ ბიუჯეტის მიმართ:

    "რუსთავი 2" - დაახლოებით 28 მილიონი;

    "იმედი" - დაახლოებით 19 მილიონი;

    "მაესტრო" - 8 მილიონზე მეტი.

    აქედან "მაესტრო" და "იმედი" ერთი ჰოლდინგის წევრები არიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (15.08.2019)
    შე სინდისგარეცხილო ე.წ. იურისტო, როგორ მუშაობ იმ არხში, რომელიც ქვეყნის მოღალატეა, ყველაფერზე წამსვლელი ვირთხა ჟურნალისტები, ყველა სათითაოდ ფურთხის ღირსი. მიწა უნდა იშლებოდეს ამ გარეწრების ფეხქვეშ. ის სულიერად და ფიზიკურად გახრწნილი ლალიაშვილი ქვეყნის პატრიოტებმა არ უნდა გავატაროთ ქუძაში. ყველამ სათითაოდ თითო ქვა უნდა ვესროლოთ ამ ნაძირალა აყროლებულ ცოცხალ ლეშს.დიახაც ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს ქვეყნის ყველა ვიგინდარა მოღალატე!!! არ გაიხარებ შე უბედურ დღეზე გაჩენილო, მეოთხე თაობამდე დაწყევლილი იქნება მთელი შენი მოფგმა, მოღალატე არარაობავ! აბა გამოდით ვირთხა ქოცებო და დაიცავით თქვენი აყროლებული ლეში!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×