სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     ბრიტანელმა მსახიობმა, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა ჯოზეფინ გილანმა სოციალურ ქსელის მეშვეობით აუწყა ხელმომწერებს, რომ საშინელ გაუგაბრობაში მოხვდა. სოციალურმა სამსახურმა მას 8 თვის შვილი წაართვა.

    რამდენიმე სეზონის განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობი ამ გახმაურებულ სერიალში თამაშობდა მარიას როლს, რომელიც ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა ბორდელში. 2018 წელს მან დატოვა პროექტი. ზამთარში მას გოგონა, გლორია შეეძინა. 

    ახლახან ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა. მას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც კი დასჭირდა. სანამ ჯოზეფინა სტაციონარში მკურნალობდა, ბავშვის აღზრდა ოჯახის ახლო მეგობარს მიანდო. მსახიობის სიტყვებით, სოციალური სამსახური საქმის კურსში იყო და თვითონ დაეხმარნენ დროებითი უფლებების გაცემაზე მეურვეობაზე. თუმცა აგვისტოს დასაწყისში სოციალურმა სამსახურმა აიძულა მსახიობის მეგობარი, გადაეცა მათთვის 8 თვის ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ბავშვი ახლა დროებით იმყოფება მინდობით აღზრდაზე.

    „ახლა არც კი ვიცი, სად იმყოფება ჩემი გოგონა, მისი ნახვის უფლება არ მაქვს“, - წერს ჟოზეფინა სოციალურ ქსელში.

    (მშობლები.გე)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×