რეზონანსი
18.08.2019

 ქართველ პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომა და არანაირი სარგებელი არ მიიღო იმისგან, რომ 10 წლის წინ დსთ დატოვა. ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსულ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს თქვა.

საქართველომ 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც 2008 წლის რუსული აგრესია დაგმო. 

„მე ქვეყნის დსთ-დან გასვლით ვერავითარ სარგებელს ვერ ვხედავ. საქართველომ კარი გამოიჯახუნა და ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი. პოლიტიკაში ასეთ გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოაქვთ. რაც შეეხება ზიანს, ეს იყო მოლაპარაკებათა არენა, ეს რუს კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, საჭირო იყო პირიქით, დსთ-ს ველის მაქსიმალურად გამოყენება ყველა პრობლემის გასაჟღერებლად, რომლებიც გვაწუხებს და დსთ-ს ლიდერებში მხარდაჭერა და გაგება გვეძებნა“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი აზრით, საქართველომ თავისი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა, რადგან თანამეგობრობაში ყოფნა მის სუვერენიტეტს არ ზღუდავდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×