სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

     გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი კი, რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შპს „მედალფას“ დირექტორის რევაზ კვერენჩხილაძის თქმით, სამ დაშავებულს ექიმებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კლინიკიდან გაწერეს.

    „ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის,12 წლის მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალბატონი, რეგიონალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს ჰქონდა ხელი მოტეხილი. ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება და გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა შპს ,,მედალფას” ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.

    რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

    ნიგვზიანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი, დაშავდა.

    (1tv.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×