სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

      რუსთავი2 „კურიერის" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ეკო მაღრაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

    „პოსტი მშობლიური ხარაგაულიდან, სადაც შვებულებას ვატარებ... დასრულდა ჩემი 13-წლიანი ისტორია რ2-თან ერთად. ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მოკლედ დავწერ. ამ ტელევიზიის დამსახურებაა, რომ ერთმა, ჩვეულებრივმა გოგომ,

    საზოგადოებაში თავისი, ძალიან პატარა ადგილი დავიკავე და ამდენი წელი იმ საქმეს ვემსახურე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ისეთი რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ვერავინ წარმოიდგენს რას ვგრძნობ ახლა, თუმცა ცხოვრებაში არაფერი მუდმივი არაა. რაღაცის დათმობა სულ გვიწევს. ამ ეტაპზე ასე გამოვიდა.

    წლების განმავლობაში იმ სიმართლის მჯეროდა, რასაც მაყურებელი ჩემგან ისმენდა და ახლა ვერაფრით ვერ ვილაპარაკებ სხვანაირ „სიმართლეს", ამ შეურაცხყოფას პირველ რიგში ჩემს თავს არ მივაყენებ, ამიტომ ჯობია აქ დასრულდეს!..

    ნოდარ მელაძის არ იყოს, მეც შვილების გაჩენას ველოდები. ჰოდა, შვილების გაზრდასთან ერთად დამატებით თუ რაიმე საქმის კეთება მომინდა კიდევ, მაშინ გადავწყვეტ, სად და ვისთან ერთად ვიმუშავებ. (რა თქმა უნდა, არა რ2-ში) ამ ეტაპზე მხოლოდ პირადი, ოჯახური ამბების დროა!

    პ.ს ოფიციალურ განცხადებას დავწერ, როგორც კი ჩავალ თბილისში. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ კითხვის ნიშნები აღარ იყოს ჩემთან დაკავშირებით" - წერს ჟურნალისტი.

    შეგახსნებთ, რომ გუშინ 21:00 საათზე კურიერის წამყვანების პროტესტის ნიშნად არხის დატოვების შემდეგ, საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანიის ეთერში ამ დრომდე არ გასულა.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×