სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

      „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქში, ომინიაზე სამართალდამცავებმა ათობით ქართველი დააკავეს. ახლა, ისინი საემიგრაციო ციხეში არიან და ბერძნული მხარე დეპორტაციისთვის ამზადებს.

    „20-21 აგვისტოს ომონიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ ქართველები დააკავა. ახლა ისინი ციხეში არიან და მალე დაადეპორტებენ.

    ქუჩები სავსე იყო ავტობუსებით და პოლიციელებით. ყოველგვარი ახსნა-განმრატების გარეშე იჭერდნენ ქართველებს და ავტობუსებს ავსებდნენ.

    ახლაც დაგვსდევენ და ვისაც დაიჭერენ დეპორტით უშვებენ. ყოველი დღე უფრო საშიში ხდება. ლუკმა პურისთვის ვართ აქ.

    აქ სასეირნოდ ცოტა ჩამოდის. ძირითადად შიმშილს გამოქცეული ხალხი აფარებს თავს ევროპას, მათ შორის საბერძნეთს. ჩვენი მთავრობა არც საქართველოში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს და არც საზღვრებს მიღმა გვანებებს ჩვენს გაუბედურებულ თავებს.

    საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აცხადებენ და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოც იღებსო. ლტოლვილებს ვინ დაეძებს, ჩვენ ჩვენი ქვეყნიდან შიმშილის ნიადაგზე გამოყრილი ქართველები ვართ, რომლებიც ვერ ვბრუნდებით ჩვენს სახლებსა და ოჯახებში" - აცხადებს ქართველი ემიგრანტი ათენიდან.

    „პრაიმტაიმი" საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    Levani   (24.08.2019)
    Temo shen ashkarad vardisperi satvaleti uyureb aqaur mdgomareobass..

    Joni   (24.08.2019)
    Romel samsaxurebzea saibari an sad aris samsaxurebi msheneblobebze sadac xalxi ixoceba da sxvebi jibes isqeleben?

    Samartlis mushti   (24.08.2019)
    Temos vetanxmebi tundac turqetshi midian axalgazrdebi chais sakrefad 800 larad tveshi da aq robacharis sanapiro zolze gayinuli cyali gayidon mxolod dgeshi 50 lars mainc ishovian.

    Temo   (24.08.2019)
    Usakmurebis gansxadeba tu avadmyopi ar xar an moxusebuli exla tu vinme ityvis mitumetes axalgazrda darmaedebis lashkari kveyanashi imdeni msheneblobaa marto gadit da imushavet romel shimshilobazea saubari mara iolad nashovni pulebze rom arian michveulebi axalgazrda gogoebi avtobusebus sachestan sxedan visas sindisierad mushaoba unda ishovnian samsaxurs wels ar itkmis rom araa samsaxurebi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×