სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.08.2019

    მამუკა ხილაძეს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. მან ბათუმის სანაპიროზე, 5-ბალიანი შტორმიდან 3 ბავშვი გამოიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. ის ამ შემთხვევას იხსენებს:

    "შეზლონგებს ვაქირავებ პლაჟზე. დავინახე, როგორ ჩაითრია ტალღამ ბავშვი, მაშინვე გავიქეცი, შევედი ზღვაში და გამოვიყვანე. გამოსვლისას, უკვე უნდა დავბრუნებოდი ჩემს სამუშაოს, მამაჩემმა დამიძახა, რომ მეორეც იხრჩობაო. ამოსვლიდან, დაახლოებით, 2 წუთში, შევედი და მეორეც გამოვიყვანე. 5 წუთში კი მესამე შემთხვევა იყო. 

    ყველამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ მაინც შევიდნენ. მე კი ზღვის არ მეშინია. შარშან, სექტემბერში დაფიქსირდა შტორმი და მაშინაც ვიყავი შესული. ასე რომ, ტალღების არ მეშინია. 

    გუშინ შემეხმიანა მხოლოდ ერთ-ერთის მშობელი. ერთის მშობელი იქ საერთოდ არ იყო, მარტო იყო ბავშვი გამოსული", - განახადა მამუკა ხილაძემ.

    (მშობლები.ჯი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×